მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი, საქართველოს სახალხო
მხატვარი, საქართველოს მეცნიერებათა და რუსეთის
სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი),
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და
კათედრის გამგე (1991-2004წწ.), თბილისის საპატიო
მოქალაქე დაიბადა 1931 წლის 6 ივლისს ქ. თბილიში.
ქართველი მოქანდაკის და საზოგადო მოღვაწის საქართველოს
სახალხო მხატვრის, რუსეთის სამხატვრო აკადემიის
ნამდვილი წევრის, თბილისის სამხატვრო აკადემიის
პროფესორის, შოთა რუსთაველის ძეგლის და სხვა მრავალი
ძეგლებისა და პორტრეტების ავტორის კონსტანტინე
მერაბიშვილისა და სოფიო ნიკოლაიშვილის ოჯახში.
მერაბ
მერაბიშვილის ძირითადი შემოქმედება იწყება 1959 წლიდან
თბილისის სამხატვრო აკადემიის და ასპირანტურის
დამთავრების პერიოდში და გრძელდება ამჟამად.
ძირითად ნამუშევრები:
1. ა.
გრიბოედოვის ძეგლი ქალაქ თბილისში, 1961წ. ბრინჯაო,
ზომა 5მ.40სმ. (პოსტამენტის გარეშე). საკავშირო
კონკურსი I პრემია
2.
ერეკლე II ცხენოსანი ძეგლი ქალაქ თელავში, 1971წ.
ბრინჯაო, ზომა 8.5მ. (პოსტამენტის გარეშე).
რესპუბლიკური კონკურსი I პრემია
3.
გენერალ პ. ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი თბილისში,
1984წ. ზომა 6მ. (პოსტამენტის გარეშე)
4. გ.
დიმიტროვის ძეგლი მოსკოვში, კ. მერაბიშვილთან ერთად,
1973წ. ბრინჯაო, ზომა 6მ. (პოსტამენტის გარეშე).
საკავშირო კონკურსი I პრემია
5.
შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში, კ. მერაბიშვილთან
ერთად, ბრინჯაო, 2011წ.
6.
გენერალ პ. ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი მოსკოვში,
1999წ. ბრინჯაო, ზომა 6მ. (პოსტამენტის გარეშე)
7.
აკადემიკოს ნ. ბოგოლიუბოვის ძეგლი ქალაქ დუბნაში,
2001წ. ბრინჯაო, ზომა 3 მ. (პოსტამენტთან ერთად)
8.
პოეტ ი. მოსაშვილის ძეგლი თბილისში, ბრინჯაო, ზომა 3
მ. (პოსტამენტთან ერთად)
კომპოზიცია “სევდა”, “პრომეთეოსი” და სხვა. აგრეთვე
ვრცელი გალერეა ცნობილ მოღვაწეთა პორტრეტებისა.
ამჟამად მუშაობს რ. ლაღიძის ძეგლის შექმნაზე, ასევე
აკადემიკოს ვ. ვეკსლერის ძეგლის შექმნაზე ქალაქ
დუბნაში.
დაჯილდოებულია ორი ოქროს მედლით (რუსეთის სამხატვრო
აკადემია) და დიმიტროვის ოქროს მედლით (ბულგარეთი).
“ჩემს
შემოქმედებაში მე ვარ რეალისტი. როგორც ცნობილია
რეალიზმს აქვს ფართო დიაპაზონი, ამიტომ მე ვაფასებ და
პატივს ვცემ ხელოვნების გამოვლინების ყველა
თანამედროვე ფორმას. ნამდვილ ხელოვნებას არ სჭირდება
ადვოკატი. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა”...